კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, განახლებული პროგნოზით, წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში მინუს 5 პროცენტი იქნება
კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, განახლებული პროგნოზით, წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში მინუს 5 პროცენტი იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5 პროცენტამდე შემცირდა.

როგორც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზოგადად მსოფლიოში რთული ვითარებაა, რადგან პანდემიამ ძალიან ძლიერი გავლენა მოახდინა ეკონომიკებზე და უარყოფით შედეგების დაძლევა, საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

„ზოგადად როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში არის საკმაოდ რთული ვითარება. იქედან გამომდინარე, რომ პანდემიამ ძალიან ძლიერად იმოქმედა, გავლენა მოახდინე ეკონომიკებზე და უარყოფითი შედეგების დაძლევა საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა წლიურად 5.8 პროცენტით შემცირდა. ამ ეტაპზე ჩვენ 2020 წლის განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ წელს ეკონომიკირი ვარდნა საქართველოში – 5 პროცენტი იქნება. მოგეხსენებათ, რომ წინა პროგნოზი – 4 პროცენტი იყო და ჩვენ მოგეხსენებათ, რომ დრო და დრო გადავხედავთ ხოლმე ზრდის პროგნოზს და აი ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდა პროგნოზირებული იყო – 3 პროცენტზე, ხოლო ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უკვე განახლებული პროგნოზი, რომელიც უფრო პესიმისტურია და ამ განახლებული პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკის ვარდნა წელს 4.9 პროცენტი იქნება. ზუსტად ეს განაპირობებს და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ასევე განაპირობა საქართველოში გადახედვა ეკონომიკის ზრდის პროგნოზის“, – – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.