კობა გვენეტაძე - უნდა დაიწყოს არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირება
კობა გვენეტაძე - უნდა დაიწყოს არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირება

პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაზე დაზარალებული მეანაბრეების თემასაც შეეხო. მისი თქმით,  უნდა დაიწყოს არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირება.

,,არასაბანკო საფინანსო სექტორთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა არის ის, რომ უნდა დაიწყოს ამ სექტორის რეგულირება, რადგანაც არის იმის საფუძველი, რომ შეიქმნას საკმაოდ დიდი მოწყვლადობა. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მიდგომები, როგორ უნდა მოევლოს ამას. ეს პაკეტი პარლამენტში მაისში წარმოვადგინეთ. ჩვენ ისე განვსაზღვრეთ, რომ არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირება თავიდან რბილად დავიწყოთ.  ვფიქრობ, ეს შეამცირებს იმ მოწყვლადობას, რომელიც ამ სექტორში დღეს არსებობს”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მეანაბრეების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.