კობა გვენეტაძე - უცხოურის გარდა, ეროვნულ ვალუტაშიც დიდი დანაზოგი მაქვს
კობა გვენეტაძე - უცხოურის გარდა, ეროვნულ ვალუტაშიც დიდი დანაზოგი მაქვს

პარლამენტში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლისას, “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, რატომ აქვს კობა გვენეტაძეს ძირითადი დანაზოგი უცხოურ ვალუტაში და არა – ლარში.

გოგორიშვილის შეკითხვის საპასუხოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში უცხოეთში მუშაობდა და შემოსავალი სხვა ვალუტაში ჰქონდა. თუმცა, გვენეტაძის თქმით,  ეროვნულ ვალუტაშიც საკმაოდ დიდი დანაზოგი აქვს.

“ამასთან, მინდა ვთქვა, რომ არასდროს მქონია საბანკო ვალდებულება ისეთ ვალუტაში, რომელშიც არ მქონდა შემოსავალი”, – განაცხადა გვენეტაძემ და შესაბამისი რჩევა მოსახლეობასაც მისცა.