კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის
კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის

„თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას.

კობა გვენეტაძის თქმით, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის.

„თიბისი ბანკი“ ეს არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ჩვენ ჩვეულებრივ რეგულაციას ვუწევთ ბანკს, როგორც სხვა კომერციულ ბანკებს. „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.