კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის ანგარიშები ყოველთვის საჯარო უნდა იყოს
კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის ანგარიშები ყოველთვის საჯარო უნდა იყოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არ იცის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რომელ კვლევაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი პირველ არხთან ინტერვიუში. თუმცა, კობა გვენეტაძის აზრით, ყველა მსგავსი ანგარიშები საჯარო უნდა იყოს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვმუშაობდი 15 წლის განმავლობაში. თავად ვწერდი ასეთ ანგარიშებს და ჩემი მიდგომა ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ქვეყნის შეფასების ანგარიშები, რომელიც მოცემულია ისეთი ორგანიზაციის მიერ, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. ბიძინა ივანიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭარბვალიანობის პრობლემაზე სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს.