კობა გვენეტაძე - საკვები პროდუქტების ფასების შემცირება ძალიან კარგი სიახლეა, რადგან დღეს საქართველოში ინფლაციის ზრდაში ლომის წილი სწორედ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას მიუძღვის
კობა გვენეტაძე - საკვები პროდუქტების ფასების შემცირება ძალიან კარგი სიახლეა, რადგან დღეს საქართველოში ინფლაციის ზრდაში ლომის წილი სწორედ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას მიუძღვის

საკვები პროდუქტების ფასების შემცირება ძალიან კარგი სიახლეა, რადგან დღეს საქართველოში ინფლაციის ზრდაში ლომის წილი სწორედ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას მიუძღვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ზეთზე, მარცვლეულსა და რძეზე ფასები ბოლო 12 თვეში პირველად შემცირდა.

„გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საკვები პროდუქტების ფასის ივნისის წლიური ინდექსი, მაისთან შედარებით 2.5 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის ჭრილში ზრდა მაინც მაღალ დონეზე (40 პროცენტი) ნარჩუნდება, საკვები პროდუქტების ფასების ამ გლობალური ინდექსის შემცირება მაინც ძალიან კარგი სიახლეა, რადგანაც დღეს საქართველოში (ისევე, როგორც მსოფლიოში) ინფლაციის ზრდაში ლომის წილი სწორედ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას მიუძღვის, რაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, მიწოდების ფაქტორებს განეკუთვნება“, – აცხადებს გვენეტაძე.