კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღებული ფინანსური დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი ქვეყნისათვის
კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღებული ფინანსური დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი ქვეყნისათვის

დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში მიღებული ფინანსური დახმარება, ჯამში დაახლოებით 687 აშშ დოლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დღეს, შოკებისა და სირთულეებით სავსე პერიოდში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წვლილი დიდია პროგრამის წარმატებით წარმართვის პროცესში.

„პანდემიის დაწყებისთანავე, დროის უმცირეს მონაკვეთში, მივიღეთ ძალიან დიდი დახმარება არამარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, არამედ სხვა დონორებისგან, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით. მართებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების პირობებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კვლავ ჩვენს გვერდით იქნებიან. ამიტომ, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, თუ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკამ ამოისუნთქოს, დაუღალავი შრომა ახალი პროგრამისათვის დღეიდან უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა გვეტენაძემ.

ცნობისთვის, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებით 111 მილიონ დოლარს მიიღებს.