კობა გვენეტაძე - რაც უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურმა გუნდმა, არაეფექტიანი და წყალში ჩაყრილი იქნება, თუ მოსახლეობა არ აიცრება
კობა გვენეტაძე - რაც უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურმა გუნდმა, არაეფექტიანი და წყალში ჩაყრილი იქნება, თუ მოსახლეობა არ აიცრება

რაც უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურმა გუნდმა, იქნება არაეფექტიანი და წყალში ჩაყრილი, თუ მოსახლეობა არ აიცრება. ყველანაირი მეცნიერული დადასტურება არსებობს იმისა, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ინფიცირდება, ვაქცინირების შემთხვევაში, ლეტალური შედეგები არის ძალიან დაბალი. აუცილებელია, გადავლახოთ სხვადასხვა მოსაზრება, ან შესაძლებელია არსებობდეს შიშები ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი გამოსავალი არის აცრა და ყველას მოვუწოდებ, რომ ავიცრათ, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი იქნება, ეს აუცილებლად დაეხმარება ამ კრიზისიდან კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო კარგად გამოსვლას. ასე რომ, გთხოვთ აუცილებლად აიცრათ“, – განაცხადა გვენეტაძემ.