კობა გვენეტაძე - პოლიტიკური სტაბილურობა კარგია ეკონომიკისთვის, ლარის კურსისა და ინფლაციისთვის
კობა გვენეტაძე - პოლიტიკური სტაბილურობა კარგია ეკონომიკისთვის, ლარის კურსისა და ინფლაციისთვის

პოლიტიკური სტაბილურობა კარგია ეკონომიკისთვის, კურსისთვის და ინფლაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხეს, იქონიებს თუ არა ლარის კურსზე გავლენას მიმდინარე აქციები და პოლიტიკური ვითარება.

„ჩემი პოზიციიდან და თანამდებობიდან გამომდინარე, რომელიც არის აპოლიტიკური თანამდებობა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში პოლიტიკური სტაბილურობა კარგად აისახება და კარგია ეკონომიკური სიტუაციისთვის, ისევე, როგორც კურსისთვის და ინფლაციისთვის“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს აცნობს.