კობა გვენეტაძე პარლამენტში მისვლას აპრილში გეგმავს
კობა გვენეტაძე პარლამენტში მისვლას აპრილში გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აპრილის თვეში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა. ამის შესახებ პირველ არხს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

ბანკის ცნობით, კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს პლენარულ სხდომაზე ორი საკითხის განხილვა შესთავაზა. ეს საკითხებია „თიბისი ბანკის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ სამი თვის ვადის გასვლა ითხოვა.