კობა გვენეტაძე – პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა

15:20, 12.11.2020

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნამ, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდა, საქართველოს ფინანსური მდგრადობა გააძლიერა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, პანდემიის პერიოდში სებ-მა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

„კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, შეამცირა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები, შეამსუბუქა ნორმატიული/მარეგულირებელი მოთხოვნები, რათა ხელი შეეწყო სესხების რესტრუქტურიზაციისთვის, და დაბალი ინფლაციური წნეხის პირობებში მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მსგავსი