კობა გვენეტაძე - მოხარული ვარ, რომ სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები
კობა გვენეტაძე - მოხარული ვარ, რომ სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშს გამოეხმაურა.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა მისიის დონეზე მიაღწია შეთანხმებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის კიდევ ერთი მიმოხილვის დასრულებაზე.

გვენეტაძის თქმით, ეს ჩვენი ქვეყნისათვის დაახლოებით 112 მილიონი ამერიკული დოლარის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

„ეს გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, სსფ-ის მისიამ დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები.

„მოხარული ვარ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები.

მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის. ამ ორგანიზაციის განუხრელი მხარდაჭერა კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ისეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს გლობალური ეკონომიკა იმყოფება“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ანგარიშში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინფლაციის მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. ამასთან, ფონდი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინითა და დონორების მხარდაჭერით, საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებასაც პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ, რაც კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერმა სასტარტო პოზიციებმა და კრიზისზე ეროვნული ბანკის ძლიერმა რეაგირებამ განაპირობა. სსფ-ს გუნდი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან კოორდინაციაში აქტივების ხარისხზე პანდემიის გავლენის პროაქტიულ მონიტორინგს და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დასანერგად მუშაობის გაგრძელებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინფლაციის მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. ამასთან, ფონდი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინითა და დონორების მხარდაჭერით, საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებასაც პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ, რაც კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერმა სასტარტო პოზიციებმა და კრიზისზე ეროვნული ბანკის ძლიერმა რეაგირებამ განაპირობა. სსფ-ს გუნდი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან კოორდინაციაში აქტივების ხარისხზე პანდემიის გავლენის პროაქტიულ მონიტორინგს და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დასანერგად მუშაობის გაგრძელებას.