კობა გვენეტაძე - მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ კრიპტოვალუტაზე ფასები ძალიან მერყევია
კობა გვენეტაძე - მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ კრიპტოვალუტაზე ფასები ძალიან მერყევია

კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ ეროვნულმა ბანკმა განცხადება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით არსებული ფინანსური რისკებიდან გამომდინარე გაავრცელა.

“ფასები ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის მთავარმა ბანკირმა.

გვენეტაძის თქმით, ელექტრონული ფული საქართველოში არ წარმოადგენს ოფიციალური გადახდის საშუალებას.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების შესაძლო რეგულირებას, ამბობს, რომ ყველა ცენტრალური ბანკი ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება და გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური განვითარება.