კობა გვენეტაძე - კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია 
კობა გვენეტაძე - კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია 

კორპორაციული მართვის საკითხებს კომპანიების გამართული მუშაობისა და რისკების პრევენციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენცია გახსნა.

მისი თქმით, კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული.

„ახლა კორპორაციული მართვის კოდექსის ემიტენტებისთვის, კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისათვის მიღებაზე ვმუშაობთ. მზად გვაქვს დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც გამოქვეყნდება, რათა მასთან დაკავშირებით კომენტარები მივიღოთ.

ვფიქრობთ, კომპანიებისა და ემიტენტების დონეზე კორპორაციული მართვის კოდექსისა და პრინციპების დანერგვას დიდი მნიშვნელობა ექნება, რათა რაც შეიძლება ტრანსფარენტული გახდეს ამ კომპანიების მუშაობა. ამავე დროს, მათ შეძლონ ბანკის სესხებისგან, საფინანსო ორგანიზაციებისგან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვა, რაც თავისთავად  საქმიანობაში დაეხმარებათ და ეკონომიკის განვითარებასაც  ხელს შეუწყობს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.