კობა გვენეტაძე - გავაგრძელებთ უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებას
კობა გვენეტაძე - გავაგრძელებთ უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებას

საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებას, – განუცხადა ჟურნალისტებს სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, რეზერვების ადეკვატურობის დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განისაზღვრება და საქართველო 100-პროცენტიან ნიშნულს კვლავ ჩამორჩება.

ამასთან, გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა კურსის მიმართულებაზე გავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის სტაბილურ და მცირედით გამყარებულ კურსს, ამის მიზეზად გვენეტაძე ექსპორტის ზრდას, ტურიზმისგან გაზრდილ შემოსავლებსა და ფულადი გზავნილების მატებას ასახელებს.

2017-2019 წლებში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები უკვე 412 მილიონი დოლარით შეავსო.