კობა გვენეტაძე - „ფიტჩი“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული, სანდო პოლიტიკა დაეხმარა საქართველოს საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში
კობა გვენეტაძე - „ფიტჩი“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული, სანდო პოლიტიკა დაეხმარა საქართველოს საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად – „BB“ დონეზე დატოვებასთან დაკავშირებით, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი განმარტებით, „ფიტჩი“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკის პრაქტიკა დაეხმარა საქართველოს წინა საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში და შემდგომშიც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების თავიდან არიდებას.

გვენეტაძის თქმით, „ფიტჩის“ პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2020 წელს, საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება და 2020 წლის ბოლოს, ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად, 3.5 პროცენტს მიუახლოვდება.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 5 აგვისტოს ზედიზედ მესამედ, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.0 პროცენტამდე შეამცირა. პოლიტიკის განაკვეთი მარტში 9.0 პროცენტი იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციური ზეწოლის კლების საპასუხოდ, შეარბილა.

ნავთობის ფასების ვარდნისა და სუსტი მოთხოვნის პირობებში, ინფლაცია 2020 წლის მეორე ნახევარში კლებას განაგრძობს. 2020 წლის აპრილში 6.9 პროცენტის პიკის შემდგომ, ივლისში ინფლაცია 5.7 პროცენტამდე შემცირდა. „ფიტჩის“ პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2020 წელს, საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება და 2020 წლის ბოლოს, ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად, 3.5 პროცენტს მიუახლოვდება.

„ფიტჩი“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკის პრაქტიკა დაეხმარა საქართველოს წინა საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში და შემდგომშიც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების თავიდან არიდებას. „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ, სებ-მა შემოიღო მაკროპრუდენციული ზომები და ზომიერად ჩაერია სავალუტო ბაზარზე, რითაც გაცვლითი კურსის მერყეობა შეარბილა“, – განაცხადა გვენეტაძემ.