კობა გვენეტაძე - საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურების დანახარჯებმა რუსი ტურისტების დანახარჯებს პირველად გადააჭარბა
კობა გვენეტაძე - საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურების დანახარჯებმა რუსი ტურისტების დანახარჯებს პირველად გადააჭარბა

ევროკავშირიდან მოგზაურების დანახარჯებმა რუსეთისას პირველად გადააჭარბა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ავიაფრენების აკრძალვის ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ივლის-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია, თუმცა შემცირების ტემპი იკლებს. ჯამურად, იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებლის 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადი ქვეყნების მიხედვით უფრო დივერსიფიცირებული ხდება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილია ევროკავშირიდან მიღებული ფულადი შემოდინებების წილიც.

„საერთო ჯამში მოველით, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს. შედეგად კი, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.