კობა გვენეტაძე - ეროვნული ვალუტის მოკლევადიან ცვლილებაზე ანალიზის გაკეთება აბსოლუტურად შეუძლებელია
კობა გვენეტაძე - ეროვნული ვალუტის მოკლევადიან ცვლილებაზე ანალიზის გაკეთება აბსოლუტურად შეუძლებელია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და შეუძლებელია რომელიმე ფაქტორის გამოყოფა, თუ ეს ერთჯერადი ფაქტორი არ არის.

როგორც ჟურნალისტებს გვენეტაძემ განუცხადა, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს.

„ეროვნული ვალუტის მოკლევადიან ცვლილებაზე ანალიზის გაკეთება აბსოლუტურად შეუძლებელია. ეროვნული ბანკი გაცვლითი კურსის პროგნოზირებას არ აკეთებს, ხოლო ის, თუ რატომ შეიცვალა კურსი ამა თუ იმ მიმართულებით, შესაძლებელია საგადამხდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ გაანალიზდეს, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება.

გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და შეუძლებელია რომელიმე ფაქტორის გამოიყოფა, თუ ერთჯერადი ფაქტორი არ არის. იმისათვის, რომ გამყარების ან გაუფასურების მიმართულებით ნებისმიერი მოძრაობა გავაანალიზოთ, ამისათვის მნიშვნელოვანია საგადამხდელო ბალანსი, რომლის შედგენასაც გარკვეული დრო სჭირდება”, – განაცხადა გვენეტაძემ.