კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი აკვირდება ინფლაციის დონეს და ნომინალურ გაცვლით კურსს, თუ საჭირო იქნება, ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ
კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი აკვირდება ინფლაციის დონეს და ნომინალურ გაცვლით კურსს, თუ საჭირო იქნება, ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ

ეროვნული ბანკი აკვირდება ინფლაციის დონეს და ნომინალურ გაცვლით კურსს, საჭიროების შემთხვევაში მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ტურიზმში არსებულმა ვითარებამ ლარის გაცვლით კურსზე როგორც ვალუტის შემოდინების ნაწილში, ისე მოლოდინების ნაწილში იმოქმედა.

„ვფიქრობთ, დღეს ნომინალური გაცვლითი კურსი, ის გაცვლითი კურსი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ის საგარეო შოკია ზომაა, რაც დღეს გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გადაეცემა ინფლაციას, ამ შემთხვევაში მივიღებთ ზომებს. მაგრამ ის, რომ ეფექტური კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმას, რომ ეს პროცესი დიდ ხანს არ გაგრძელდება. მაკროეკონომიკური გარემო ქვეყანაში კარგია. ერთადერთი კომპონენტი, რომელიც პროგნოზთან შედარებით გაუარესებულია, ეს ტურიზმის სექტორიდან სავალუტო შემოდინებებია“, – აღნიშნა გვენეტაძემ.