კობა გვენეტაძე - დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდება, რაც კურსთან მიმართებით საკითხს ნაკლებად აქტუალურს გახდის
კობა გვენეტაძე - დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდება, რაც კურსთან მიმართებით საკითხს ნაკლებად აქტუალურს გახდის

საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლევადიან პერიოდში ყოველთვის იქნება მერყეობები, – ამის შესახებ ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია. გვენეტაძის თქმით, ეს საქართველოში შენარჩუნებულია და მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდშიც ასე იქნება.

„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება დოლარიზაციასთან დაკავშირებით. დედოლარიზაციის პოლიტიკა არის გაცხადებული პოლიტიკა ხელისუფლების მიერ და ვფიქრობ, რომ ის შემცირება, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, გაგრძელდება, რაც უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურს გახდის საკითხს კურსთან მიმართებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, დოლარიზაცია დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა, როგორც სესხების, ისე დეპოზიტების მიმართულებით.