კობა გვენეტაძე - ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა სესხების თავისუფლად მომსახურება შეძლონ და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას
კობა გვენეტაძე - ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა სესხების თავისუფლად მომსახურება შეძლონ და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა სესხების თავისუფლად მომსახურება შეძლონ და მომავალში ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფიზიკური პირების საცალო პროდუქტების დაფინანსების დებულების მიზანია,  ფიზიკურმა პირებმა სესხის ისე აღება შეძლონ, რომ მისი გადახდის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ხდება ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხებს. რაც შეეხება დებულებას, მასში ავსახეთ ის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ბევრ ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით. დებულება გამოქვეყნებულ იქნა და ყველას შეეძლო, გამოეგზავნა კომენტარები. ვეცადეთ, მიღებული კომენტარები და სხვადასხვა მოსაზრება, რომელიც ბაზრის მონაწილეების ჰქონდათ, მაქსიმალურად აგვესახა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, სამომხმარებლო სესხების ზრდის დღეს არსებული ტემპი მომავალში მდგრადი ვერ იქნება.

„ამიტომ, ჩვენ გვსურს, აუცილებლად გაგრძელდეს პორტფელის ზრდა, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი პორტფელი, რათა მომხმარებლებმა შეძლოს სესხების თავისუფლად მომსახურება და მომავალში ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.  საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ახალი რეგულაციების დადებითი შედეგი, მოკლევადიანი პერიოდის შედეგს გადაწონის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.