კობა გვენეტაძე - ჩვენ ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესების პროცესს და თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის მათი დაფინანსების ზრდასაც დავინახავთ
კობა გვენეტაძე - ჩვენ ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესების პროცესს და თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის მათი დაფინანსების ზრდასაც დავინახავთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა. იმ ფონზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გამოცემა დაინტერესდა, კრიზისის პერიოდში რამდენად წარმატებით ართმევს თავს სებ-ი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდას.

„ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებულნი კორონავირუსის კრიზისამდეც ვიყავით. ფინტეკის მიერ მომხმარებელთა დაკრედიტების წახალისება ნამდვილად შემცირდა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რაც ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, ორი წლის წინ ჩვენ შევიმუშავეთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები, რამაც საფუძველი დაუდო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესებას. მცირე და საშუალო ბიზნესს ასევე უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რათა მეტი დაფინანსება მიეღო. პანდემიის განმავლობაში, კომერციული ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შევიმუშავეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტები, რათა აღმოფხვრილიყო ლიკვიდობასთან დაკავშირებული რისკები. მთავრობამ აღადგინა საკრედიტო გარანტიის სქემა – გაიზარდა საბიუჯეტო თანხა და შეიცვალა გარანტიის უზრუნველყოფის მოთხოვნები დაკრედიტების ხელშესაწყობად. მთავრობამ სხვა პროგრამებიც დაამტკიცა, მაგალითად, ვალდებულებების, კერძო საკუთრებისა და სოციალური გადასახადების გადავადება; საბანკო სესხებზე საპროცენტო ხარჯების სუბსიდირება; დევნილთათვის დეველოპერებისგან საცხოვრებელი ფართების ფასდაკლებით შესყიდვის მიზნით ბანკებისთვის გარანტიის უზრუნველყოფა, რათა ამ მძიმე პერიოდში მშენებლობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესების პროცესს და თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის მათი დაფინანსების ზრდასაც დავინახავთ“, – აღნიშნა ინტერვიუში კობა გვენეტაძემ.