კობა გვენეტაძე - ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს აუცილებლობის მიხედვით, თუმცა ამ წუთში არ არის აუცილებლობა
კობა გვენეტაძე - ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს აუცილებლობის მიხედვით, თუმცა ამ წუთში არ არის აუცილებლობა

რაც შეეხება ინტერვენციებს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ შარშან 916 მლნ გავყიდეთ, წელსაც დაახლოებით 260 მლნ გვაქვს გაყიდული და ასევე, კვლავ მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის აი ასეთ სიტუაციაში ინტერვენციებისთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინტერვენციები აუცილებლობის მიხედვით გაგრძელდება.

„ამ წუთში არ არის აუცილებლობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მცირე გაყიდვებს Bmatch პლატფორმის საშუალებით ვაწარმოებთ. ასე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ბაზარზე და როგორც კი აუცილებლობა იქნება ჩვენი ჩარევის, ჩვენ გვაქვს რეზერვები, რესურსები, რომლის შესავსებადაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ განვლილ წლებში და რომელსაც დღეს ვიყენებთ ზუსტად იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბაზარს ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში მივაწოდოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინტერვენციების მიზანი არ არის და ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. კურსი არის მცურავი. გრძელვადიან პერიოდში მას ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს, მოკლევადიან პერიოდში ვთქვათ ოსეთი მოვლენები, როგორიც ახლა არის. მაგრამ ის, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვების საკმარისი დონე გვეხმარება იმაში, რომ ბაზარს დავეხმაროთ ასეთი რთული სიტუაციების დროს. ასე, რომ ჩვენ ბაზარზე ვრჩებით და საჭიროების შემთხვევაში რეზერვებს აუცილებლად გავყიდით“, – განაცხადა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი