კობა გვენეტაძე - Central Banking-ის პრესტიჟული ჯილდო აღიარებაცაა და პასუხისმგებლობაც
კობა გვენეტაძე - Central Banking-ის პრესტიჟული ჯილდო აღიარებაცაა და პასუხისმგებლობაც

გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ – ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

კობა გვენეტაძის თმით, Central Banking-ის პრესტიჟული ჯილდო აღიარებაცაა და პასუხისმგებლობაც.

მიმაჩნია, რომ რთული თუ მშვიდი პერიოდების მიუხედავად, საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი წარმატების საწინდარია. CentralBanking – ის პრესტიჟული ჯილდო აღიარებაცაა და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც. მადლობა გუნდს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ჩვენს გამარჯვებებში. საამაყოა, რომ გასულ წლებში გამჭვირვალობის ჯილდო ისეთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს გადაეცა, როგორიცაა – ახალი ზელანდია, ჩეხეთი, კანადა, ირლანდია, ისრაელი, შვედეთი. ახლა ამ სიას საქართველოც დაემატება“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.