კობა გვენეტაძე - არ ვფიქრობ, რომ ახლა ლარში დაკრედიტებაზე 200-ათასიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას
კობა გვენეტაძე - არ ვფიქრობ, რომ ახლა ლარში დაკრედიტებაზე 200-ათასიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას

არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ლარში დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ლარში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის 100 ათასამდე შემცირება.

„ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, 200 ათას ლარიანი ზღვარი არ არის ეროვნული ბანკის რეგულაციის ნაწილი და არც არასოდეს ყოფილა, არც მაშინ, როდესაც 100 ათასი იყო და არც მაშინ, როცა 200 ათასი გახდა. ეს არის ის, რაც კანონმდებლობით ამოქმედდა. ალბათ მთავრობას ექნება მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე 200 ათას ლარიანი ზღვრის შემცირება, არ ვფიქრობ, რომ რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ლარში სესხების გაცემის ლიმიტი თავდაპირველად 100 ათასი იყო, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი 2019 წლის 23 იანვრიდან 200 ათას ლარამდე გაიზარდა.