კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის დაძლევაზე მთავრობის ინიციატივა საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე გავლენას არ მოახდენს
კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის დაძლევაზე მთავრობის ინიციატივა საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე გავლენას არ მოახდენს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევაზე მთავრობის ინიციატივა საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე გავლენას არ მოახდენს.

კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ მთავრობის ინიციატივაზე შეთანხმება ორ კერძო სუბიექტს შორის მოხდა.

„ამ შემთხვევაში საუბარია იმ სესხებზე, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს ბალანსიდან უკვე ჩამოწერილი აქვთ. ეს გავლენას საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე არ მოახდენს. რაც შეეხება ზოგადად გავლენას, ვფიქრობ, რომ ეს საშუალებას იმ ფიზიკურ პირებს მისცემთ, რომლებიც საკრედიტო ბიუროში ე.წ. ნეგატიური სტატუსით არიან. „ნეგატიური სტატუსის“ ცნება აღარ არის და პირველი სექტემბრიდან საკრედიტო ბიუროში ინფორმაცია არის სესხების გადახდის შესახებ. მათ ახალი შანსი მიეცემათ, რომ ოფიციალურად ლეგალურ სექტორში იმუშაონ, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ არალეგაურ სექტორში მუშაობა უწევდათ. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივის იქნება დადებითი შედეგი. რაღაც თანმდევი ფაქტორი ყოველთვის არსებობს, ე.წ. მორალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომ მსესხებლებს იმის მოლოდინი არ გაუჩნდეთ, რომ ეს კიდევ იქნება. თავიდანვე იქნა გაცხადებული, რომ ეს ერთჯერადი მოვლენაა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შეთანხმებით კეთდება. მოგეხსენებათ, რომ პროცესში ის კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს, რომელსაც მონაწილეობა უნდა. ზოგ შემთხვევაში არ მონაწილეობენ, რაც უკვე მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გვენეტაძემ.