კობა გვენეტაძე - 2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტი იქნება და ამის მამოძრავებლად საკრედიტო აქტივობასთან ერთად, საგარეო სექტორის, მათ შორის ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა მოიაზრება
კობა გვენეტაძე - 2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტი იქნება და ამის მამოძრავებლად საკრედიტო აქტივობასთან ერთად, საგარეო სექტორის, მათ შორის ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა მოიაზრება

მიუხედავად გამკაცრებული პოლიტიკისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩვენ გადავხედეთ, როგორც წლევანდელ წელზე, ისე გასულ წელზე. თუ ადრე გვქონდა 8.5 პროცენტი რეალური ზრდის, წელს გვაქვს ათი  პროცენტი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„შემდეგ წელს, თუ ადრე გვქონდა ოთხი პროცენტი, ვფიქრობთ, რომ განახლებული პროგნოზით შემდეგ წელს რეალური ზრდა ხუთი პროცენტი იქნება და ამის მამოძრავებლად საკრედიტო აქტივობასთან ერთად, საგარეო სექტორის, მათ შორის ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა მოიაზრება. თუ თეორიულადაც შევხედავთ, მონეტარული პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი უბრალოდ ვერ იქნება, რადგანაც მონეტარული პოლიტიკა იცვლება ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ხოლო ფასების სტაბილურობა, როგორც მოგეხსენებათ, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა გვენეტაძემ.