კობა გვენეტაძე - 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება
კობა გვენეტაძე - 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება.

გვენეტაძის თქმით, მიმდინარე კრიზისის მთავარი მახასიათებელი გაურკვევლობაა, რაც ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორზე ისახება.

„მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისის მთავარი მახასიათებელია გაურკვევლობა და ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ ნაკადებს, რადგან ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვეველია. ჩვენს პროგნოზებში კონსერვატიულ მიდგომას ვინარჩუნებთ და შესაბამისად, ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი