კობა გვენეტაძე - 2018 წლის პირველ თვეებში ინფლაცია შემცირდება
კობა გვენეტაძე - 2018 წლის პირველ თვეებში ინფლაცია შემცირდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წლის პირველ თვეებში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება და მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება.

2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა. 2018 წლისთვის კი მიზნობრივი ინფლაცია 3 პროცენტს შეადგენს.

გვენეტაძის თქმით, 2018 წელს ინფლაციაზე გავლენას მოახდენს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ელექტროენერგიასა და წყალზე გაზრდილი ტარიფები, ასევე ნავთობის ფასების მატება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პრესკონფერენციას რუსთავში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ მართავს.