კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს - არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე 
კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს - არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე 

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად პირდაპირ ეთერს მოითხოვს, – ამის შესახებ კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი სისულელე აქვს ჩადენილი, მათ შორის ერთი დიდი სისულელე იყო 7 ნოემბერი.

„ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რატომ უნდა გამემხილა გინდაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმა მომემზადებინა, რა დებილი ხომ არ ვარო. მინდა ვუთხრა – მიშა შენთვის დიდი მოულოდნელობით, მაგრამ დებილი ხარ! და არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე და გეტყვი თუნდაც ამ შენი გამოსვლის დროს ჩაიდინე სიდებილე, ერთი დანაშაულის დაფარვის დროს, მეორე დანაშაული აღიარე. ის, რომ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებდი. დებილი ხარ აბა რა ხარ. და ამიტომ რაციონალური არგუმენტი, რომ დებილი ხომ არ ვარ და სისულელეს ხომ არ ჩავიდენდი – შენზე არ ვრცელდება, რადგან უამრავი სისულელე გაქვს ჩადენილი და 7 ნოემბერი ერთი დიდი სისულელე იყო. გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს ერთმანეთში, როდესაც ნიკა გვარამია, გენპროკურორის მოადგილე იმ დროს, ეუბნებოდა სააკაშვილს, რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის. ეს არის პიროვნების გაორება”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ნიკა გვარამიას დაავიწყდა, რომ თავად იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ვალერი გელაშვილის, ასევე მისი ცემის ამბავიც, მას უნდა გამოეძია.

„გვარამია ეკითხებოდა სააკაშვილს, რატომ არ გამოვიძიეთო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდათ სტუდიაში ეკა კვესიტაძე და შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო უთხრეს. მის მეუღლეს თავის პრობლემები აქვს, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო და მის ფუნქციებში არაფრის გამოძიება და რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შედიოდა. სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა, მივმართო ბატონ გვარამიას, ბატონო ნიკა, თუ თქვენ ამნეზია გჭირთ და აღარ გახსოვთ, რომ პროკურორის მოადგილე იყავით და თქვენი პირდაპირი მოვალეობა იყო გელაშვილის და ჩემზე თავდასხმების გამოძიება  და გახსოვთ მხოლოდ ის, რომ დღეს დიდებული ჟურნალისტი ბრძანდებით, მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი დაიცავით, როდესაც ბატონი სააკაშვილი გამოდის და ცრუობს ჩემთან მიმართებით, კეთილი ინებეთ და მომეცით იგივე შესაძლებლობა თქვენი ტელევიზიით გამოვიდე და პასუხი გავცე ბატონ სააკაშვილს და თუ მას არ შეეშინდება ჩაერთოს თავისი ამსტერდამიდან. რაც მან ისაუბრა არის სრული სიცრუე”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.