კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი დანიშნოს იქამდე, ვიდრე პარლამენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.
„საქართველოს პარლამენტის შედეგების შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოეშვა იმის უფლება, დანიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი. ამ დროისთვის ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელომ“ აღნიშნული უფლებით ისარგებლეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნეს კომისიის წევრები. უფლებამოსილ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კომისიის წევრები დანიშნოს ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ასევე აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს შეცვალონ აღნიშნული კომისიის წევრები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.