კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართლმსაჯულების ფორუმს მართავს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართლმსაჯულების ფორუმს მართავს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართლმსაჯულების ფორუმს მართავს.

ფორუმის „სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“ მსვლელობისას განიხილავენ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებს. კერძოდ, პირველ და სააპელაციო ინსტიტუციის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისა და გადაწყვეტილების მიღების წესს, ასევე შეხვედრაზე განიხილება სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტურობის შეფასება და შემდგომი რეფორმების კონცეფციის შემუშავების საჭიროება.

შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.