„კოალიცია ცვლილებისთვის“ – პრეზიდენტის ინიციატივა შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“ და მხარს ვუჭერთ მას, ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიის ყველა პუნქტი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან.
„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში.