„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ გმირთა მოედანთან ორი კარავი გაშალეს

16:53, 23.11.2024

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს.

გმირთა მოედანთან „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი კარავი გაშალეს.

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები 24-25 ნოემბრის გეგმებზეც გააკეთებენ განცხადება.

მსგავსი