კნუტ აბრაჰამი - ევროპულ პერსპექტივაზე გადაწყვეტილების შემდეგ, მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება, საქართველოს შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
კნუტ აბრაჰამი - ევროპულ პერსპექტივაზე გადაწყვეტილების შემდეგ, მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება, საქართველოს შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის  იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრმა, კნუტ აბრაჰამმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ, მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება.

„მე ვარ გერმანიის პარლამენტის წევრი და ასევე – ოპოზიციის წარმომადგენელი. თუმცა არის ერთი რამ, რაც გვაერთიანებს მთავრობასთან. ეს არის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ამ ქვეყნის ევროპული გეზისადმი. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ვიზიტი. საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და ისეთი შეხვედრა, როგორიც დღეს გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამის მაჩვენებელია. რამდენიმე თვის წინ უკრაინისა და მოლდოვისთვის – კანდიდატის სტატუსის, ხოლოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება, რათა მიმდინარე პროცესი არ შეჩერდეს. ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.