კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნიუ ჯერსიში გაიმართება #1TVSPORT
კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნიუ ჯერსიში გაიმართება #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების 12 სტადიონის სია, რომლებიც 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

განახლებული ტურნირის ფინალი ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ-რეზერფორდში „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.

თამაშებს ასევე მიიღებენ: შარლოტი, ცინცინატი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ნეშვილი, ორლანდო (ორი სტადიონი), ფილადელფია, სიეტლი, ვაშინგტონი და ატლანტა.

ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. წილისყრა დეკემბერშია დანიშნული.