კლუბები გადასახადისგან გათავისუფლდნენ - თამაშებზე მაყურებლები ჯერ არ დაიშვებიან
კლუბები გადასახადისგან გათავისუფლდნენ - თამაშებზე მაყურებლები ჯერ არ დაიშვებიან

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის განახლებაზე ილაპარაკა და მაყურებელთა დასწრების საკითხსაც შეეხო.

„ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ამ ლიგაზე. საწყის ეტაპზე მატჩები გულშემატკივრის გარეშე გაიმართება. ჩვენ ეს ფაქტორი გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ, სანამ ქომაგები სტადიონზე დაბრუნდებიან, ტურის მატჩები რამდენიმე დღეზე იქნება გადანაწილებული. პარალელურ რეჟიმში ფეხბურთის ფედერაცია იზრუნებს, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებიც განახლდეს“, – ამბობს დავით მუჯირი.

მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაც გააჟღერა: „გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის ყველა კლუბი საწევრო გადასახადისგან გათავისუფლდა. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია“.