კლუბ „ბასიანში“ რეივ-აქცია იმართება
კლუბ „ბასიანში“ რეივ-აქცია იმართება

კლუბ „ბასიანში“ რეივ-აქცია იმართება. საკლუბო სცენისა და საზოგადოების წარმომადგენლები მანიფესტაციას ევროპის მოედნის ნაცვლად, კლუბში აწყობენ.

„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით,ერთად ვიმარჯვებთ“, – ასეთია დღევანდელი რეივ-აქციის სლოგანი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციაზე ის მოთხოვნები გაჟღერდება, რაც 12 მაისის მოვლენების შემდეგ არაერთხელ გაჟღერებულა. ისინი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და საპოლიციო რეფორმა ითხოვენ.

დღევანდელი თარიღი სიმბოლურია. დღეს ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს და იმ ბრობლემებსა და გამოწვევებს აჟღერებს, რაც კლუბებშია.

„ბასიანზე“ დღევანდელ აქციაში მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა კლუბები, არტისტები, ფესტივალებისა და მუსიკალური პროექტების წარმომადგენლები. კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა „ბოილერ რუმი“, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს.