ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ საქმის მასალები დღესვე გადაეცემათ და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ ინფორმაციას, კონკრეტულად რა მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს აღნიშნული პირები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.

დატოვე კომენტარი