„კლივლენდმა" 30 ქულით მოიგო და სერიაში ანგარიში შეამცირა
„კლივლენდმა" 30 ქულით მოიგო და სერიაში ანგარიში შეამცირა

კლივლენდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა, რომლის შემდეგაც ადგილობრივმა “კავალიერსმა” შეამცირა სხვაობა “ბოსტონთან” დაპირისპირებაში – 1:2.

სერიის მესამე მატჩში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა და თამაშის ბედი უკვე პირველ მეოთხედში გადაწყდა. 20:4 – ასეთი ანგარიში იყო მატჩის დაწყებიდან შვიდი წუთის შემდეგ. აქედან მოყოლებული, ანგარიშში ყველაზე მცირე სხვაობა 14 ქულა იყო, ხოლო მეორე ტაიმში “ბოსტონი” მეტოქესთან 20 ქულაზე ახლოს ვერ მივიდა.

“კლივლენდის” სასტარტოს ხუთივე მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათგან ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო 27 ქულით, 12 პასითა და ხუთი მოხსნით. კაილ კორვერს 14 ქულა ჰქონდა, კევინ ლავსა და ჯორჯ ჰილს – 13-13.

“ბოსტონის” რიგებში მხოლოდ ჯეისონ ტატუმს გამოუვიდა თამაში – 60 პროცენტის სიზუსტით ისროლა და 18 ქულა აიღო.

ფანტასტიკური იყო “კლივლენდის” დაცვა, რომელმაც თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 39 პროცენტი ჩააგდებინა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ორ მატჩში “ბოსტონის” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ელ ჰორფორდს პირველ ტაიმში ერთი ტყორცნაც არ შეუსრულებია.

სერიის მეოთხე მატჩიც “კლივლენდის” მოედანზე 22 მაისს გაიმართება.

კლივლენდი-ბოსტონი 116:86
32:17, 29:24, 26:22, 29:23
კ: ჯეიმსი (27+12 პასი), ლავი (13+14 მოხსნა), ჰოლი (13), სმიტი (11), ტომპსონი (10+7 მოხსნა) – სასტარტო; კორვერი (14), კლარკსონი (9), ნენსი (8+6 მოხსნა), გრინი (6), ოსმანი (3), ჟიჟიჩი (2), კალდერონი (0).
ბ: ტატუმი (18), როზირი (13), ბრაუნი (10), მორისი (9) ჰორფორდი (7+7 მოხსნა) – სასტარტო; მონრო (10), ბეინსი (7+6 მოხსნა), სმარტი (7+6 პასი), ოჯელეი (2), ნადერი (2), იაბუსელე (1).
სერია: 1-2