კლინსმანის ვაჟმა ევროპის ლიგაზე პენალტი მოიგერია
კლინსმანის ვაჟმა ევროპის ლიგაზე პენალტი მოიგერია

ლეგენდარული გერმანელი ფორვარდის იურგენ კლინსმანს ვაჟს ბუნდესლიგის ბინადარის “ჰერტას” ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. 20 წლის ჯონათან კლინსმანმა, რომელმაც სახელგანთქმული მამისგან განსხვავებით ფორვარდობას მეკარეობა ამჯობინა, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ითამაშა შვედეთის “ესტერსუნდის” წინააღმდეგ (1:1).

შეიძლება ითქვას, რომ დებიუტი წარმატებული გამოვიდა – უმცროსმა კლინსმანმა მატჩის მიწურულს პენალტი მოიგერია და თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ჯონათან კლინსმანი აშშ-ის მოქალაქეა. წელს, მან აშშ-ის ნაკრებთან ერთად მოიგო კონკაკაფის ახალგაზრდული ჩემპიონატი და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.