კლინიკების გადატვირთულობის გამო, ჩეხეთი სთხოვს გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს, მათი კოვიდპაციენტები მიიღონ
კლინიკების გადატვირთულობის გამო, ჩეხეთი სთხოვს გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს, მათი კოვიდპაციენტები მიიღონ

ჩეხეთი ევროპის სხვა ქვეყნებს კოვიდპაციენტების მიღებას სთხოვს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩეხეთის საავადმყოფოები გადატვირთულია და ამის გამო, კოვიდპაციენტების მიღება დროულად ვერ ხერხდება. ჩეხეთი მოუწოდებს გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს, მიიღონ კოვიდინფიცირებულები ჩეხეთიდან. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„ზოგიერთ რეგიონში საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები უკვე ამოიწურა, მათ აღარ შეუძლიათ პაციენტების მიღება“, – აცხადებენ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

დღევანდელი მონაცემებით, ჩეხეთის საავადმყოფოებში 8 153 კოვიდპაციენტია მოთავსებული. მათ შორის, 1 735 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

პირველი მარტიდან ჩეხეთში კვლავ დახურულია საბავშვო ბაღები და სკოლები. არ მუშაობენ მაღაზიები, გარდა სასურსათო მარკეტებისა.