კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში“ რჩება 35 ინფიცირებული. მათგან ორს კორონავირუსი განმეორებითი ტესტის შემდეგაც აღარ უფიქსირდება, თუმცა თანმდევი გართულებების გამო მკურნალობას კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებენ.

მათივე ინფორმაციით, იგივე მიზეზით რჩება ასევე კლინიკაში ორი გამოჯანმრთელებულიც.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 35-დან ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე რჩება. ინფიცირებულთა უმრავლესობას აქვს პნევმონია.

სტაბილურია ინფიცირებული შვიდი მედიკოსის მდგომარეობაც, რომლებიც „მედალფაში“ მკურნალობენ.

აჭარაში კორონავირუსის სულ 65 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 13 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ორი უცხოეთის მოქალაქე იყო და მათ საქართველო ვირუსის დადასტურებიდან ორ დღეში დატოვეს, პაციენტთა ნაწილი კი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს.