კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებული 39 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, დანარჩენის კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა
კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებული 39 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, დანარჩენის კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 39 პაციენტი რჩება.

კლინიკური დირექტორის, ალექსი გოხელაშვილის განცხადებით, ერთი პაციენტი კლინიკას გუშინ საღამოს დაემატა.

ინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„სამი გამოჯანმრთელებული გუშინ გაეწერა კლინიკიდან, ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და გუშინ ღამე ინფექციურიდან გადმოიყვანეს კიდევ ერთი ინფიცირებული, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. ამჟამად ჩვენთან მყოფი 39 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, დანარჩენის კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის“ ,- განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა

რაც შეეხება გარდაცვლილს, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ერთად ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, კლინიკის ინფორმაციით, მისი გადასვენება პროტოკოლის მიხედვით განხორციელდა.