კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ პაციენტებს, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ ვირუსი, ინფექცია მსუბუქი ფორმით აღენიშნებათ
კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ პაციენტებს, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ ვირუსი, ინფექცია მსუბუქი ფორმით აღენიშნებათ

ბათუმში 40-ზე მეტი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ამასთან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

კლინიკა „მედალფას“ დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, პაციენტებს, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ ვირუსი, მსუბუქი ფორმით აღენიშნებათ ინფექცია, ნაწილში კი პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

პაციენტთაგან ორი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენის მდგომარეობა კი არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. სამი პაციენტი არის გამოჯანმრთელების სტადიაში. კლინიკა „მედალფაში“ სულ 37 პაციენტი მკურნალობს, შვიდი მედიცინის მუშაკია“, – განაცხდა ინგა ხოზრევანძემ.

პარალელურად მიმდინარეობს „ქობულეთის კლასტერის“ შესწავლა. დადგენილია 410-ზე მეტი კონტაქტი. მასობრივი თერმოსკრინინგი ქობულეთში უკვე ჩაუტარდა 8 300 ადამიანს, მათგან 25 იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა კვლევის შედეგად მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა, მათ შორის ხუთი მედპერსონალია.