კლინიკა „ჰელსიკორი“ - ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა კლინიკაში და უსაფრთხოდ იმყოფებიან
კლინიკა „ჰელსიკორი“ - ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა კლინიკაში და უსაფრთხოდ იმყოფებიან

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გამო კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში და არიან უსაფრთხოდ, – ამის შესახებ ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

როგორც „ჰელსიკორის“ განცხადებაშია აღნიშნული, კლინიკაში გეგმური პროცედურები არ ჩატარდება.

„ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ჩატარდება გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი. კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112; ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ და მყისიერად გიპასუხებთ“, – ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა. სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.