კლინიკა „ბომონდს“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი წლის პაციენტი დატოვებს
კლინიკა „ბომონდს“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი წლის პაციენტი დატოვებს

კლინიკა „ბომონდს“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ჰყავს.

კლინიკას დღეს ქობულეთის მკვიდრი სამი წლის ბავშვი დატოვებს.

„ბომონდის“ კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 14 ბავშვი, რვა ორსული და ერთი მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ასაკოვანი ქალის მდგომარეობა.