"კლიმატის ცვლილებების ფონზე აქტიური ცხელი წერტილები გაღვივდა"
"კლიმატის ცვლილებების ფონზე აქტიური ცხელი წერტილები გაღვივდა"

ჩვენ ცალსახად გვაქვს პრობლემები მონიტორინგისა და კვლევის სრულფასოვანი წარმართვის კუთხით, –  ამის შესახებ წყალდიდობების განვითარების საფეთხეების კონფერენციაზე კომპანია “გეოგრაფიკის” წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების ფონზე აქტიურად იზრდება ცხელი წერტილების რაოდენობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ბუნებრივ კატასტროფებთან, განსაკუთრებით კი წყალდიდობებთან დაკავშირებულ არა მხოლოდ სამეცნიერო/კვლევითი შედეგების ანალიზს, არამედ მათ ინტეგრირებაზე ყოველდღიური ცხოვრების განმსაზღვრელ დოკუმენტაციასა და ქმედებებს. ჩვენ ცალსახად გვაქვს პრობლემები მონიტორინგისა და კვლევის სრულფასოვანი წარმართვის კუთხით. მაგრამ მეორეა ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და გარემოს ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვნად ააქტიურებს ამ კუთხით მუშაობას. ბოლო 20 წლის განმავლობაში, კლიმატის ცვლილებების ფონზე აქტიური ცხელი წერტილები გაღვივდა. მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. საქართველო რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებშია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად და მოდუნების უფლება არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.