კლდოვანი მასის​ ჩამოშლის გამო, წესი-ურავის გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა
კლდოვანი მასის​ ჩამოშლის გამო, წესი-ურავის გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია ქვა-ღორღისა და კლდოვანი მასის ნაშალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.