კლაუდიო პისარომ კარიერა დაასრულა
კლაუდიო პისარომ კარიერა დაასრულა

ბრემენის „ვერდერის“ 41 წლის თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ პროფესიული კარიერა დაასრულა.

6 ივლისს გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა, როდესაც ორმატჩიან დაპირისპირებაში ქვედა დივიზიონის მესამეადგილოსან „ჰაიდენჰაიმთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გაიმარჯვა. ამ მატჩამდე, პერუელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი მატჩი კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო პისარო სხვადასხვა დროს „ბაიერნის“, „ჩელსისა“ და „კიოლნის“ ღირსებას იცავდა. არის ექვსგზის გერმანიის ჩემპიონი, ხუთგზის ქვეყნის თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. პერუს ეროვნულ ნაკრებში 85 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 20 გოლია.